მთავარი სტიუარდი
- ანაზღაურება
- 2 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- უფასო კვება
სრული აღწერა
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს. სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.
სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.
ideacollectionhotel.com — ბმულის გახსნა
„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი სტიუარდის პოზიციაზე.
ლოკაცია: თბილისი, პეტრე მელიქიშვილის გამზირი 47/49
ძირითადი მოვალეობები:
- სტიუარდების გუნდის მართვა და სამუშაო პროცესის კოორდინაცია
- ჭურჭლის, ინვენტარისა და სამზარეულოს სისუფთავის კონტროლი
- ჰიგიენისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
- სამუშაო გრაფიკების შედგენა და პერსონალის გადანაწილება
- სარეცხი პროცესის ორგანიზება და კონტროლი
- ინვენტარისა და სარეცხი საშუალებების მარაგის კონტროლი
- ტექნიკური ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამის სამსახურთან კომუნიკაცია
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ლიდერული და ორგანიზაციული უნარები
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდში მუშაობის და მართვის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს
- დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
- კვებით უზრუნველყოფას
- ანაზღაურება 2000 ლარი (NET)
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: hr@ginohotels.com ან recruiter@ginohotels.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 2000
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
