მთავარი იურისტი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- ანაზღაურება
- 8 000 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი (ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე)
სრული აღწერა
"გიორგი ზარნაძის იურიდიული კომპანია" აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი (ბიზნეს ცენტრი საბურთალოზე);
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ (დისტანციური ან/და შეთავსებით მუშაობა არ განიხილება);
- ანაზღაურება: 8000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო + ჯანმრთელობის დაზღვევა + FIT PASS;
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადია სრულად) გამოსაცდელი ვადის შემდეგ 10000 ლარი ხელზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყველა სახის იურიდიული დოკუმენტების მომზადება/ანალიზი (ხელშეკრულება, შეთანხმება, ბრძანება, განცხადება, აქტი, ოქმი, დებულება, წესდება, შინაგანაწესი და სხვა);
- ადმინისტრაციული საჩივრის შედგენა და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში;
- იურიდიული კონსულტაციის გაწევა და სამართლებრივი დასკვნის შედგენა;
- ადვოკატირება ყველა ინსტანციის სასამართლოში;
- კომპანიების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;
- უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში;
- სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია;
- ბინადრობის და შრომის უფლების მოპოვება;
- სახელმწიფო შესყიდვებთან/ტენდერებთან დაკავშირებულ დავებში წარმომადგენლობა;
- სხვადასხვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება (სამოქალაქო სამართლის განხრით) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება);
- იურისტად მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი (სავალდებულოა);
- ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (სავალდებულოა);
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა (სავალდებულოა);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულოა);
- მართვის მოწმობა (სავალდებულოა).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: lawfirmofgiorgizarnadze@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
