მთავარი იურისტი
- მისამართი
- თბილისის შემოგარენი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევა,ტრანსპორტირების უზრუნველყოფა,უფასო კვება
სრული აღწერა
დასაქმების სააგენტო ეიჩარი (HH recruitment) აცხადებს ვაკანსიას მთავარი იურისტის პოზიციაზე, ერთ-ერთი მსხვილი კომპანიისთვის, რომელიც მოღვაწეობს FMCG ინდუსტრიის წარმოების სექტორში.
სამუშაო აღწერილობა:
სამართლებრივი უზრუნველყოფა და გუნდის მართვა:კომპანიის საქმიანობის სრული სამართლებრივი უზრუნველყოფა;სამი იურისტის ხელმძღვანელობა: კომპლაენსის, კომერციული ხელშეკრულებებისა და სხვა კორპორატიული სახელშეკრულებო საკითხების მიმართულებებით.
ხელშეკრულებები და მოლაპარაკებები:იურიდიული გუნდის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების (მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებების) და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;კომპანიის მომწოდებლებთან, შემსყიდველებთან, დისტრიბუტორებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან შესაბამის მოლაპარაკებებში ჩართვა და სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
კონსულტირება და კორპორატიული მხარდაჭერა:
- კომპანიის სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაბამისი სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა;
- კომპანიის მენეჯმენტის სამართლებრივი მხარდაჭერა კორპორაციულ საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის, შესაბამისი კორპორაციული დოკუმენტების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა და მათი აღსრულების კონტროლი;
- კომპანიის მენეჯმენტისათვის კონსულტაციის გაწევა ბიზნეს სტრატეგიებისა და ინიციატივების სამართლებრივი შედეგების შესახებ;
დავები და წარმომადგენლობა:
- კომპანიის სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოებების მართვა და სასამართლოში წარმომადგენლობა;
- კომპანიის ინტერესების დაცვა ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე;
გარე კონსულტანტებთან კოორდინაცია:
- საჭიროების შემთხვევაში, გარე იურიდიულ, საგადასახადო ან/და სხვა სახის კონსულტანტებთან ერთად კოორდინირებული მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
- კერძო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
- არანაკლებ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება იურისტის პოზიცია, სასურველია FMCG ინდუსტრიაში;
- ინგლისურ და რუსულ ენებზე, იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია კომპანიის სასამართლო პროცესზე წარდგენის გამოცდილება;
- სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა;
- ინგლისური ენის მაღალ, ხოლო რუსული ენის საშუალო დონეზე ფლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: n.saralidze@hh.ge
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- გამოცდილება აუცილებელია
- 3-დან 5 წლამდე
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი
- ენები
- ინგლისური,რუსული
- ენები
- ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

