მთავარი ბუღალტერი
გამოქვეყნდა 31 ოქტბოლო ვადა: 30 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 10:00-დან 19:00 საათამდე
სრული აღწერა
აუდიტორული კომპანია "ზ.ე.გ.ა. კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის/აუდიტორის პოზიციაზე.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
- საგადასახადი კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office) ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის ან მინიმუმ ოთხწლიანი აუდიტორად მუშაობის გამოცდილება;
- აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში პრაქტიკული ცოდნა;
- ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან მუშაობის/საგადასახადო აუდიტის კუთხით მუშაობის გამოცდილება, ხშირად გამოყენებადი სტანდარტების ფლობა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- ACCA - ის სერტიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სხარტი და ლოგიკური აზროვნების უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
- პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
- კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
- შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
- გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
- დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
- პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- სალაროს ნაშთის კონტროლი;
- საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
- სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: შეთანხმებით;
- გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
- ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: zegaconsulting@gmail.com
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
