მთავარი ბუღალტერი
გამოქვეყნდა 29 ოქტბოლო ვადა: 27 ნოე
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მისამართი
- თბილისი, გაბაშვილის ქუჩა (მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ)
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი (10:00-დან 18:00 საათამდე)
სრული აღწერა
სამშენებლო კომპანია შპს „გიკო“ აცხადებს ვაკანსიას: მთავარი ბუღალტერი
სამუშაო ადგილი: თბილისი, გაბაშვილის ქუჩა (მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარედ)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (10:00-დან 18:00 საათამდე)
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სრული ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედი კანონმდებლობისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და შემოსავლების სამსახურის პორტალზე (rs.ge) დროული დეკლარირება;
- სამშენებლო პროექტების მიმდინარე ხარჯების კონტროლი;
- სალაროსა და საბანკო ტრანზაქციების მართვა და კონტროლი;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური რეპორტების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
- სახელმწიფო სტრუქტურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან და აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად);
- საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილი ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების და MS Office-ის (განსაკუთრებით Excel-ის) მაღალ დონეზე ფლობა;
- ACCA-ს სერტიფიკატის ფლობა (სრულად ან ნაწილობრივ) ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად (კანდიდატთან შეთანხმებით).
განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: giorgi@giko.ge გთხოვთ, წერილის თემის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება – "მთავარი ბუღალტერი". დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 799 097
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- სასურველია გამოცდილება
- გამოცდილება 3 წლიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
