მთავარი ბუღალტერი
გამოქვეყნდა 7 ნოებოლო ვადა: 7 დეკ
- ქალაქი
- ბათუმი
- მთავარი მოთხოვნა
- სასტუმროს ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
სასტუმრო "Best Wester Plus Batumi" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება;
- ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიცირება კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით;
- ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, გადარიცხვების შესყიდვების/რეალიზაციების საბუღალტრო სისტემაში აღრიცხვა;
- ფინანსური და საგადასახადო ანგარიშების მართვა და კონტროლი;
- საგადასახადო აღრიცხვის წარმოება, მონიტორინგი და საგადასახადო დეკლარირება;
- საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორებისა და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
- ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
- დადგენილ ვადებში დეკლარირება;
- პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების ან ეკონომიური მიმართულებით;
- აუცილებელია სასტუმროს ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
- სხვადასხვა საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის ცოდნა და გამოცდილება, Fina-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
- Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
- დეტალებისადმი დიდი ყურადღება და კარგი ანალიტიკური უნარები.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@bwplusbatumi.ge, სათაურის ველში მიუთითეთ მთავარი ბუღალტერი.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
