მშენებლობის ხარისხის მენეჯერი
- ქალაქი
- თბილისი
- გამოცდილება
- სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2-3 წელი)
სრული აღწერა
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის მიმოხილვა
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ მშენებლობის ხარისხის მენეჯერს. პოზიციის მთავარი მიზანია მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე ხარისხის კონტროლის პროცესების მართვა, უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტების დაცვა და პროექტის შესაბამისობის უზრუნველყოფა ეროვნულ და საერთაშორისო სამშენებლო ნორმებთან.
ძირითადი მოვალეობები
- სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლის პროცესების სრული მართვა და მონიტორინგი.
- შესრულებული სამუშაოების პროექტთან, ტექნიკურ მოთხოვნებსა და მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის კონტროლი.
- ხარისხის სტანდარტების დაცვის მუდმივი მონიტორინგი და გამოვლენილი შეუსაბამობების აღმოფხვრის ეფექტური მართვა.
- ხარისხის კონტროლის პროცესების შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის, ინსპექტირების აქტებისა და რეპორტინგის წარმოება.
- ობიექტზე შემოსული სამშენებლო მასალების ხარისხის შემოწმება და სერტიფიკატების ვალიდაცია.
- კონტრაქტორებთან და ინჟინრებთან თანამშრომლობა ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- განათლება: უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით.
- გამოცდილება: სამშენებლო/დეველოპერულ სფეროში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2-3 წელი).
- ცოდნა: სამშენებლო ნახაზების, ტექნიკური დოკუმენტაციისა და სამშენებლო ნორმების სიღრმისეული ცოდნა.
- პროგრამული უნარები: AutoCAD-ის ან/და სხვა შესაბამისი ინჟინრული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარები
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და ეფექტურად გადაჭრის უნარი.
- დროის მართვისა და პრიორიტეტების გადანაწილების უნარი.
- გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის მაღალი კულტურა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა: განაცხადის შევსება
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სააპლიკაციო ფორმის გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიამ "ბლოქსი" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
