მოსწავლის პერსონალური ასისტენტი
- მისამართი
- თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
სრული აღწერა
ორგანიზაცია: შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემია“
პოზიცია: მოსწავლის პერსონალური ასისტენტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ლეო კვაჭაძის 17 (ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია)
ბრიტანულ-ქართული აკადემია (BGA) მეტია, ვიდრე უბრალოდ სასწავლო სივრცე. ჩვენთან ინოვაციური, საერთაშორისო გარემოა, რომელიც ბრიტანული განათლების მაღალ სტანდარტებსა და თანამედროვე ღირებულებებზე დგას. ნდობა, მუდმივი განვითარება და თანაბარი შესაძლებლობები - ჩვენი სამუშაო გარემოს ნაწილი, ხოლო თანამშრომელი კი ჩვენი წარმატების მთავარი ქვაკუთხედია. BGA-ში მუშაობა მუდმივ განვითარებას, საინტერესო თავგადასავალსა და მრავალფეროვან გამოცდილებას ნიშნავს.
ბრიტანულ-ქართული აკადემია 2026-2027 აკადემიური წლისთვის აცხადებს ვაკანსიას მოსწავლის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მოსწავლის მხარდაჭერა სასწავლო პროცესში მისი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით;
- მასწავლებლის მითითებების შესაბამისად მოსწავლის დახმარება საკლასო და სასკოლო აქტივობებში;
- მოსწავლის დამოუკიდებლობის, თვითორგანიზებისა და პასუხისმგებლობის უნარების განვითარების ხელშეწყობა;
- მოსწავლის აკადემიური, ქცევითი და სოციალური პროგრესის ყოველდღიური მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში სასწავლო მასალებისა და დავალებების ადაპტირებაში მონაწილეობა;
- მოსწავლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სასწავლო პროცესისა და სკოლის სივრცეში გადაადგილების დროს;
- მოსწავლის სოციალური ინტეგრაციისა და თანატოლებთან პოზიტიური ურთიერთობების მხარდაჭერა;
- მოსწავლის ქცევის მართვის ინდივიდუალური სტრატეგიების განხორციელებაში მონაწილეობა;
- დაკვირვების შედეგებისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ ჩანაწერების წარმოება;
- მასწავლებლებთან, ინკლუზიური განათლების სპეციალისტებთან, ფსიქოლოგთან, მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური თანამშრომლობა;
- კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება განათლების, ფსიქოლოგიის, სპეციალური განათლების, სოციალური მუშაობის ან მონათესავე მიმართულებით (ან შესაბამისი გამოცდილება);
- სასურველია ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და პროფესიული ეთიკის დაცვა;
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მოსწავლის პერსონალური ასისტენტი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

