მოსწავლე მექანიკოსი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00-18:00
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის ცოდნა
- მისამართი
- თბილისის შემოვლითი გზა (ლილო-მოლის მიმდებარედ)
- გამოცდილება
- გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
სრული აღწერა
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
კომპანია „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მოსწავლე მექანიკოსის პოზიციზე: სატვირთო ავტომობილების ელექტროობისა და ელექტრო დიაგნოსტიკის მიმართულებით.
სამუშაო ადგილი: თბილისის შემოვლითი გზა (ლილო-მოლის მიმდებარედ);
სამუშაო საათები: 09:00-18:00.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, სამგორის მეტროდან.
მოსწავლე მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები:
- ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა მექანიკოსის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ;
- ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწადებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა მექანიკოსის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ;
- ელექტრო სისტემების ინსპექტირება და დიაგნოსტიკა მექანიკოსის ზედამხედველობის ქვეშ;
- ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებული ცვლადი დეტალის/მასალის შეცვლა;
- ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ;
- ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- ტექნიკური ან/და პროფესიული განათლება;
- სასურველია საავტომობილო სფეროში მცირე გამოცდილება.
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
აუცილებელი უნარები:
- პუნქტუალურობა,
- მოწესრიგებულობა,
- დისციპლინირებულობა;
- შედეგზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- სტაჟირება
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, არასრული საშუალო განათლება, სხვა
- სტუდენტებისთვის
- დიახ
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

