მორიგე სანიტარი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- თბილისი, ჟვანიას ქ. N15
- ბენეფიტები
- მეგობრულ გარემოს · ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
სრული აღწერა
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა.
იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე სანიტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ჟვანიას ქ. N15
დასახელება: დეპარტამენტის/განყოფილების მორიგე სანიტარი
სამუშო გრაფიკი: მორიგეობა 4 დღეში ერთხელ (24 საათი)
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის, პროფესიული გამოცდილებისა და სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- ძირითადი ფუნქციები:
- პალატების, კაბინეტების, დერეფნების და სამუშაო სივრცეების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
- სადეზინფექციო საშუალებებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად გამოყენება და შენახვა;
- ინფექციის პრევენციისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ სრული ზოგადი განათლება
- სასურველია გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გამართული კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "სანიტარი" ან დარეკოთ ნომერზე: 599373456
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
