მორიგე რეგისტრატორი
- მისამართი
- თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N15
- სამუშაო გრაფიკი
- 24 სთ მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ
- გამოცდილება
- პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატები
- ბენეფიტები
- მეგობრულ გარემოს · ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე B1, სასურველია რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე
სრული აღწერა
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" დაარსდა 1844 წელს და კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სამკურნალო დაწესებულებაა. იგი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის არის სტრატეგიული ობიექტი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, მულტიპროფილური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი თანამედროვე ჰოსპიტალი.
"წმინდა მიქაელის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჟვანიას ქ. N15
სამუშაო საათები: 24 სთ მორიგეობა, 4 დღეში ერთხელ
სამუშაო გამოცდილება: პოზიციაზე განიხილებიან როგორც გამოცდილი, ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი კანდიდატები.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ გარემოს;
- ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- თანამედროვე ელექტრონული სისტემებითა და პროგრამებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოვალეობები:
- ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა/რედაქტირება და ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების იდენტიფიცირება და დროული რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა;
- შემოსულ ზარებზე დროული და კომპეტენტური პასუხი;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან/და სტუდენტის აქტიური სტატუსი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე B1, სასურველია რუსული ენის ფლობა სასაუბრო დონეზე;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@mikhailovi.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება — "მორიგე რეგისტრატორი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
