მორიგე რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 15 სექბოლო ვადა: 15 ოქტ · იწურება
- ქალაქი
- მცხეთა
სრული აღწერა
შპს "ნიუ ვიჯენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი - მცხეთა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი: ყოველ მესამე დღეს 16-საათიანი, დასვენების დღეებში 24-საათიანი მორიგეობა;
ანაზღაურება: მორიგეობის მიხედვით
მის. ქ. მცხეთა, სამხედროს ქ N 20 .
ძირითადი ფუნქციები:
- პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
- პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
- მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
- სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით);
- უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული);
- საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე tamosirbiladze@mmc.com.ge ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მორიგე რეგისტრატორი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
