მორიგე ნევროლოგი
- მისამართი
- ქ. თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალს“-ის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
სრული აღწერა
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი „ჯეო ჰოსპიტალსი“ აერთიანებს 26 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 16 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.
"ჯეო ჰოსპიტალსი“ აცხადებს ვაკანსიას მორიგე ნევროლოგის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შპს "ჯეო ჰოსპიტალს“-ის თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, მცხეთის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი.
სამუშაო დრო: 24 საათიანი მორიგეობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
**პაციენტის მდგომარეობის შეფასება და დიაგნოზის სწორი დასმა;
**მკურნალობის სწორი კურსის შერჩევა და პროცესის ორგანიზება;
**მკურნალობის პროცესის მონიტორინგი და ინფორმაციის ქონა არსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
**დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების/ინვაზიური ჩარევების განსაზღვრა/ჩატარება (კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზაციის შესაბამისად);
**პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
**რთული შემთხვევის მართვისას ალტერნატიული აზრის მოძიება, ექიმ-სპეციალისტთა კონსილიუმის მოწვევა და კონსულტანტების რეკომენდაციების გათვალისწინება;
**პაციენტების მდგომარეობის გართულებებზე სათანადო რეაგირება და საჭირო ექიმების დროულად ჩართვა პაციენტის მდგომარეობის ნორმალიზებისათვის;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
- შესაბამისი სპეციალობით მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარის მოთხოვნები;
**ორგანიზებულობა.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 12 დეკემბერი.
გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომი(ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმომგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს ,,ჯეო ჰოსპიტალსი“, როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.
დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;
კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;
კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;
კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს “ჯეო ჰოსპიტალსს”.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ჯეო ჰოსპიტალს აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მორიგე ნევროლოგი.



