მორიგე ექიმი-ლაბორანტი
- გამოცდილება
- მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება
სრული აღწერა
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ექიმი-ლაბორანტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში.
გამოცდილება: მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- კვალიფიციური ლაბორატორიული მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი გაიდლაინების მიხედვით;
- ლაბორატორიული მანიპულაციების შესრულება;
- ლაბორატორიული დოკუმენტაციის შესრულება;
- კლინიკის შიდა ლაბორატორიულ განათლებაში მონაწილეობის მიღება;
- შიდა სტანდარტების შესრულება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა.
სამუშაო განრიგი: მორიგე — ორ დღეში ერთხელ 16-საათიანი მორიგეობა, დასვენების დღეებში 24-საათიანი მორიგეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
