მორიგე ექიმი
სრული აღწერა
ევროპული სტანდარტებით მომუშავე კლინიკა "ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას შინაგან სნეულებათა დეპარტამენტში მორიგე ექიმის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
- მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება შინაგანი სნეულებების პროფილით.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
- პაციენტზე ორიენტირებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
- სტრესულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა;
- უცხო ენების ცოდნა (ინგლისური);
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
მორიგე — ორ დღეში ერთხელ 16-საათიანი მორიგეობა, დასვენების დღეებში 24-საათიანი მორიგეობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2026 წლის 05 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
თქვენ მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
