მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 2 880 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- გამოცდილება
- მონიტორინგის/ინსპექტირების/აუდიტის/სამართლის ან სოციალურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება
სრული აღწერა
პოზიციის დასახელება:
მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი:
ღია კონკურსი
ორგანიზაცია:
სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო
კატეგორია:
მონიტორინგი
განცხადების ბოლო ვადა:
04.11.2026
თანამდებობრივი სარგო:
2880 ლარი
ადგილების რაოდენობა:
1
სამსახურის ადგილმდებარეობა:
თბილისი
სამუშაოს ტიპი:
სრული განაკვეთი
გამოსაცდელი ვადა:
6 თვე
ფუნქციები:
ა) ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ერთეულების (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების), სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) და ფილიალების (სპეციალიზებული დაწესებულებების) საქმიანობის შემოწმება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ან/და დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილების საფუძველზე, გეგმიური ან/და არაგეგმიური მონიტორინგის განხორციელება, ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ერთეულების (მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოების) და სტრუქტურული ერთეულების (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი და სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულება) საქმიანობაზე და შემდგომი ანგარიშგება;
გ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებულ ორგანიზაციების საქმიანობის მონიტორინგი;
დ) დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის, სამართალდარღვევის ან/და სააგენტოს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების ფაქტებზე დისციპლინური წარმოების განხორციელება, დასკვნის მომზადება და სამმართველოს უფროსისთვის წარდგენა;
ე) სააგენტოს თანამშრომელთა შრომითი დისციპლინის დაცვაზე სამსახურებრივი კონტროლი;
ვ) მონიტორინგის, ანალიზის მეთოდოლოგი(ებ)ისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის/საჩივრის შესწავლა და პასუხ(ებ)ის პროექტ(ებ)ის მომზადება.
მინიმალური განათლება:
უმაღლესი განათლება
პროფესია:
სამართალი ან/და სოციალური მეცნიერებები ან/და საჯარო მმართველობა ან/და ფსიქოლოგია ან/და სოციოლოგია;
საკონკურსო თემატიკა:
ა) ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“;
ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;
გ) ბავშვის უფლებათა კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“;
ე) საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ";
ვ) საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ";
ზ) საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“;
თ) საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
ი) საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილება „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ;
კ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №52/ნ ბრძანება „სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსებისა და ამ დაწესებულებიდან მისი გაყვანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“;
ლ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №66 დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები“;
მ) საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N640 დადგენილება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“;
ნ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულება".
საკონკურსო კომისიის მისამართი:
ქ. თბილისი, მიხეილ ასათიანის 9
საკონტაქტო ტელეფონები:
+995 (32) 2 192232
დამატებითი მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება - მონიტორინგის/ინსპექტირების/აუდიტის/სამართლის ან სოციალურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;
- კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- პრობლემების ანალიზის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ანგარიშების /დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადების უნარი;
- გამართული წერითი უნარები;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- სამუშაო გამოცდილების ველში აუცილებელია მონიტორინგის/ინსპექტირების/აუდიტის/სამართლის ან სოციალურ საკითხებზე მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა;
- კანდიდატმა დამატებითი დოკუმენტაციის ველში უნდა ატვირთოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ფუნქცია-მოვალეობების მითითებით იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სფეროში მუშაობის გამოცდილება არ დასტურდება სტრუქტურული ერთეულის დასახელებით და დაკავებული პოზიციით;
- კანდიდატი ვერ გადავა მეორე ეტაპზე (ზეპირი დავალება/გასაუბრება) თუ მის მიერ ატვირთული დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, ასევე, იმ შემთხვევაში თუ არასრულყოფილი/გაურკვეველი ფორმით იქნება ატვირთული;
- დოკუმენტაცია ატვირთულ უნდა იქნეს სახელმწიფო ენაზე (უცხოურენოვანი საბუთების შემთხვევაში საჭიროა მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანის წარდგენა);
- კომისიის მიერ თითოეული კანდიდატის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება კანდიდატებს ეცნობებათ განცხადებაში მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა:
კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემის საფუძველზე, განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუმეტეს სამი თვის ვადაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
