მონიტორინგის თანამშრომელი
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- ნაწილობრივი განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე.
შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 25 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
კომპანიის ძირითადი მიმართულებებია: ფერმერული მიმართულების ვეტერინარული სერვისების განვითარება, ფერმერული მიმართულების კომბინირებული საკვების წარმოება, ვეტერინარული მედიკამენტების წარმოება და იმპორტი, შინაური ცხოველების საკვები და მოვლისს საშუალებების რეალიზაცია/იმპორტი.
კომპანია საქართველოს მასშტაბით ფლობს 37 ფილიალს, სადაც ხდება როგორც ფერმერული მიმართულების პროდუქციის ასევე შინაური ცხოველებისთვის საჭირო პროდუქტების რეალიზაცია.
სამუშაო განაკვეთი: არასრული, მონაცვლეობითი გრაფიკი (პირველი კვირა - 3 სამუშაო დღე, მეორე კვირა - 4 სამუშაო დღე / თვეში ჯამურად 15-16 სამუშაო დღე)
სამუშაო დრო: 09:00-დან 18:00-ის ჩათვლით
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტებზე მიმდინარე პროცესების ვიდეო-კამერის საშუალებით მონიტორინგი;
- თანამშრომელთა უსაფრთხოების ხელშეწყობა და საეჭვო შემთხვევებზე დროული რეაგირება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- ობიექტების გახსნისა და დახურვის პროცესის კონტროლი;
- GPS სისტემის მონიტორინგი;
- მონიტორინგის აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება;
- კომპანიის შიდა წესებისა და მონიტორინგის პროცედურების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინფორმაციის სწრაფად აღქმის, გაანალიზებისა და ზუსტად დაფიქსირების უნარი
პიროვნული თვისებები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- სწორი კომუნიკაციის უნარი;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ვაკანტურ პოზიციაზე განიხილებიან, როგორც მდედრობითი ასევე მამრობითი სქესის წარმომადგენლები.
„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას, ასევე კრეატიული იდეების გაზიარებისა და განხორციელების შესაძლებლობას.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. ფოსტის მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 29 ნოემბრამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

