მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 1 300 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის #25
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- შეთანხმებით
სრული აღწერა
ევროპროდუქტი 2004 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წამყვანი ევროპული ბრენდების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია. კომპანიის პორტფოლიოში წარმოდგენილია 150-მდე ექსკლუზიური საერთაშორისო ბრენდი, მათ შორის: Valio, Frico, Elpozo, Ritter Sport, Bottega, Dardanel, Beretta, Zucchi, Granarolo, Piccini და სხვა. ევროპროდუქტი წარმოდგენილია 42 ბრენდული მარკეტით თბილისსა და რეგიონებში.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.europroduct.ge
კომპანია „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის #25
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
საწყისი ანაზღაურება: 1300 ლარი + სტაჟის დანამატი;
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- კომპანიის ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
- არსებული დარღვევების აღმოჩენა;
- დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
- დარღვევების სისტემატიზაცია, აღწერა.
საქმის შესასრულებლად საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:
- კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველი მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
კომპანია „ევროპროდუქტი“ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა „მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტი“ წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „ევროპროდუქტი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
„ევროპროდუქტი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1300
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

