მონაცემთა რეპორტ-ტესტერი
სრული აღწერა
დამსაქმებელი: სს "კრედო ბანკი"
პოზიცია: მონაცემთა რეპორტ-ტესტერი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ზოგადი პასუხისმგებლობები:
კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად;
ორგანიზაციის მიმართ მაღალი ლოიალობა;
ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
შრომის უსაფრთხოების ტრენინგზე დასწერება და დანართი N2-ის ხელმოწერით დადასტურება;
ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).
სამუშაო პროცესში მოპოვებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
სპეციფიური პასუხისმგებლობები:
ბიზნეს პრობლემების და მოთხოვნების გაანალიზება. მონაცემთა სიზუსტის, სანდოობისა და ხარისხის უზრუნველყოფა SQL სკრიპტების, რეპორტებისა და Power BI დეშბორდების ტესტირების გზით, რათა მხარდაჭერილი იქნას რეპორტინგის განყოფილების მიერ მომზადებული მონაცემთა ანალიტიკა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი;
ბიზნეს მოთხოვნების ლოგიკების და გამზადებული რეპორტის ლოგიკების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
Power BI დეშბორდებზე ვიზუალიზაციების (გრაფიკები, ცხრილები) სიზუსტის, ფუნქციონალურობის და შედეგების ტესტირება. მონაცემთა განახლების (refresh) პროცესისა და ფილტრების/სლაისერების სწორი მუშაობის უზრუნველყოფა.
ტესტირების გეგმებისა და სცენარების (test cases) შემუშავება და განხორციელება. გამოვლენილი შეცდომების (bugs) აღრიცხვა და დეველოპერებთან/ანალიტიკოსებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება შემდგომში მათ გამოსასწორებლად.
მოთხოვნილი დაკვეთების ფარგლებში არსებული მონაცემების დაცვა;
დაკვეთის/მოთხოვნის შესასრულებლად შეთანხმებული ვადების დაცვა და კონტროლი;
პოლიტიკისა და სტანდარტების მოთხოვნების შესრულება;
დამატებით მოთხოვნებზე პასუხისმგებლობის აღება საჭიროებისამებრ და სხვა მოვალეობების შესრულება, მათ შორის, ადმინისტრაციული და ორგანიზაციული საკითხების მოგვარება.
უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
ცოდნა, პიროვნული მახასიათებლები, უნარები:
სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების, მათემატიკის ან ფინანსების მიმართულებით;
MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
MS SQL-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
Power BI-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ქართულ და ინგლისურ ენებზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი ფორმით;
დიდი ზომის მონაცემების დამუშავების და ანალიზის უნარი;
სტრესულ სიტუაციებსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის შესაძლებლობა;
რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
სიახლეებთან ადაპტაციის უნარი;
დეტალებზე ორიენტირებული;
მოლაპარაკების წარმოებისა და გუნდური მუშაობის უნარი.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მონაცემთა რეპორტ-ტესტერი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

