მონაცემთა მართვის მენეჯერი
- ანაზღაურება
- 1 400 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის ქ. No35
- სამუშაო გრაფიკი
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე) · მოქნილი დაწყების დრო — 09:00, 10:00 ან 11:00 საათიდან, დღეში 8 სამუშაო საათის განმავლობაში
სრული აღწერა
"Georgian Service Group 2007" - პირველი აუთსორსინგული კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალში Business Process Outsourcing (BPO) დეპარტამენტში მონაცემთა მართვის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- Jira-ში მიღებული დავალებების (ბილეთების) საფუძველზე ონლაინ პროდუქციის ბერძნულენოვანი კონტენტის გადამოწმება, კორექტირება და განახლება დადგენილი სახელმძღვანელო მითითებების (Guidelines) შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- ბერძნული ენის სრულყოფილად ცოდნა (C1);
- Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები:
- საწყისი (Net) ანაზღაურება - 1, 400 ლარი;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
- ახალგაზრდა, პროფესიონალი და მოტივირებული გუნდი;
- მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო;
- მოქნილი, ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი (დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა).
სამუშაო გრაფიკი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე).
სამუშაო საათები: მოქნილი დაწყების დრო — 09:00, 10:00 ან 11:00 საათიდან, დღეში 8 სამუშაო საათის განმავლობაში.
შენიშვნა: პოზიცია ითვალისწინებს სრულ განაკვეთზე მუშაობას. ნახევარ განაკვეთზე დასაქმება არ არის შესაძლებელი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: cv@gsg.ge
მისამართი: ქ. თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის ქ. №35.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიაზე CV-ისა და სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენით კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ კანდიდატის შეფასების, შერჩევის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობის ადმინისტრირების მიზნით. კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ უფლებამოსილი პირების მიერ და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით, ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით. კომპანია უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კომპანია იცავს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებს, ემიჯნება ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს ყველა კანდიდატის თანაბარ და სამართლიან შეფასებას.
კომპანია მადლობას უხდის ყველა კანდიდატს დაინტერესებისთვის.
დაკავშირება განხორციელდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც გადავლენ შერჩევის შემდეგ ეტაპზე.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
