მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორი
- მისამართი
- ქ. თბილისი, გამრეკელის N19
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ 09:30-18:30
სრული აღწერა
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ძირითადი მოვალეობები:
- საინფორმაციო სისტემების მართვა და უწყვეტი სერვისის უზრუნველყოფა
- MS SQL Server-ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ადმინისტრირება
- მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და წარმადობის გაუმჯობესება
- SQL მოთხოვნების (Queries) ოპტიმიზაცია და ინდექსების მართვა
- მონაცემთა სარეზერვო ასლების (Backup) შექმნა და აღდგენა (Restore)
- მონაცემთა ბაზების უსაფრთხოების, წვდომებისა და უფლებების მართვა; სტანდარტების დაცვა
- მონაცემთა მთლიანობისა და სიზუსტის კონტროლი
- SQL Server Agent-ის სამუშაო დავალებების მართვა და ავტომატიზაცია
- შეფერხებებისა და ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა; გადაუდებელი შემთხვევების კოორდინაცია და შესაბამის დეპარტამენტებთან კომუნიკაცია
- მონაცემთა ბაზების განახლება, მიგრაცია და ტექნიკური მხარდაჭერა
- დეველოპერებთან თანამშრომლობა სისტემების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად
- ვენდორთან და კონტრაქტორთან კომუნიკაცია, დავალებების მიწოდება და დანერგვის კონტროლი
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება კომპიუტერული ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
- მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე და ტექნოლოგიების სფეროში 3 წლიანი გამოცდილება
- MICROSOFT SQL, MySQL ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
- AMAZON AWS-თან მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის ეფექტური მართვა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის უნარი;
- ხარისხზე ორიენტირებულობა;
- სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ატვირთოთ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
წარმატებებს გისურვებთ!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.
ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.
თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.
სადაზღვევო კომპანია უნისონი აცხადებს ვაკანსიას აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
