მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი
- მისამართი
- ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეებით, გასართობი და სპორტული ზონებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 9:00-18:00 (ერთსაათიანი შესვენებით)
სრული აღწერა
"ინტელკომ ჯგუფი", IT დისტრიბუციისა და ინტეგრაციის მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: დამსაქმებლის გვერდის ნახვა
ძირითადი მოვალეობები:
- შოურუმში მოსული მომხმარებლების მომსახურება;
- შემოსული სატელეფონო ზარების, ელექტრონული წერილებისა და სხვა საკომუნიკაციო არხებით მიღებული მოთხოვნების დამუშავება;
- შეკვეთების მიღება და სისტემაში დამუშავება, მიწოდების ორგანიზება და შეკვეთების შესრულების მონიტორინგი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და თავაზიანი კომუნიკაციის კულტურა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ყურადღების გამახვილების უნარი;
- რამდენიმე დავალების პარალელურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
დამატებით უპირატესობად ჩაითვლება:
- ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
- საოფისე პროგრამებთან და მომხმარებელთა მოთხოვნების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- გაყიდვების ან ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ანაზღაურება და ბენეფიტები:
- კონკურენტული ანაზღაურება კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების შესაბამისად;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- რეგულარული კორპორატიული ღონისძიებები.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ტერევერკოს ქ. 42. - "ინტელკომ ჯგუფის" თანამედროვე და სრულად კეთილმოწყობილი ოფისი, სასადილო ოთახით, საკონფერენციო და შეხვედრების სივრცეებით, გასართობი და სპორტული ზონებით, თანამშრომლებისთვის განკუთვნილი პარკინგით;
- სამუშაო გარემო: კეთილგანწყობილი და მეგობრული გუნდი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (ერთსაათიანი შესვენებით);
- შვებულება: 24 სამუშაო დღე წელიწადში.
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემების დამუშავება: ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების მიზნით. კანდიდატის მონაცემები შესაძლოა, მისი თანხმობისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, შეინახოს კომპანიამ განაცხადის განხილვის დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში, მომავალში შესაბამის ვაკანსიებზე კანდიდატურის განხილვის მიზნით.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
