მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
- ანაზღაურება
- 800 ₾
- მისამართი
- ქ. თბილისი, კარტოზიას ქუჩა
- სამუშაო გრაფიკი
- 9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00 · დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა · ს რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა)
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას · მოქნილ სამუშაო გრაფიკს · საბონუსე ანაზღაურებას (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით)
სრული აღწერა
სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს PayBox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
PayBox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კარტოზიას ქუჩა.
რისი გაკეთება მოგიწევს:
- მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
- შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ;
- საჭირეობის შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- საბონუსე ანაზღაურებას (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით);
- ანაზღაურება- 800 ლარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი:
- 9:00-16:00; 10:00-17:00; 13:00-20:00; 16:00-23:00.
- გრაფიკი დგება წინა სამუშაო კვირას, შესაბამისად ყველა თანამშრომელი წინასწარ არის ინფორმირებული რომელ საათებში მოუწევს მუშაობა;
- სამუშაო დღეების რაოდენობა: 6 დღე (დასვენების დღე შაბათი ან კვირა)
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- მოქნილობა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
- კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ფეიბოქსი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი თბილისში.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

