მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი
- ქალაქი
- ყვარელი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული
- ბენეფიტები
- · პიროვნულ და პროფესიულ ზრდას · · მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორის პოზიციაზე.
- სამუშაო ადგილი: ყვარელი
- სამუშაო გრაფიკი: სრული
პოზიციის შესახებ:
მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი უზრუნველყოფს საბანკო მომსახურების სწრაფ და ხარისხიან მიწოდებას. როლი მოიცავს მომხმარებლის რეგისტრაციას, საბანკო ოპერაციების შესრულებას, ანგარიშებისა და ანაბრების მართვას, ასევე პროდუქტების შეთავაზებას.
პოზიცია ითხოვს კომუნიკაბელურობას, დეტალებზე ორიენტირებულობას და პასუხისმგებლობის მაღალ დონეს.
ჩვენ გთავაზობთ:
· პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
· მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის რეგისტრაცია;
- მომხმარებლების რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება, შემოწმება და შენახვა არსებული წესების შესაბამისად;
- არსებული მომხმარებლის მონაცემების ცვლილება არსებული წესების შესაბამისად;
- ანგარიშის გახსნა, დახურვის ოპერაციების წარმოება;
- ანაბრის/თამასუქის გახსნა, დარღვევის ოპერაციების წარმოება;
- ცნობების, ამონაწერების მომზადება და გაცემა, კოპეტენციის ფარგლებში;
- უნაღდო ოპერაციების წარმოება, მათ შორის უნაღდო კონვერტაცია, სალარე და სავალუტო გადარიცხვები, სხვა ოპერაციები კომპეტენციების ფარგლებში;
- არსებული და პოტენციური მომხმარებლებისათვის არასაკრედიტო და საკრედიტო პროდუქტების აქტიური შეთავაზება;
- მოზიდული თანხების (თამასუქი, ანაბარი) პორტფელის შექმნა და მართვა, პორტფელის ზრდაზე ზრუნვა;
- ინკასო/ყადაღების შესახებ კლიენტისთვის ინფორმაციის მიწოდება არსებული რეგულაციების შესაბამისად;
- პლასტიკური ბარათებთან დაკავშრებული ოპერაციების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში.
საჭირო კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- ბანკში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- MS Office პროდუქტების მაღალ დონეზე ცოდნა;
- გაყიდვების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი.
თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
მიკრობანკი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მომხმარებელთა მომსახურების ოპერატორი - ყვარელი.
მიკრობანკი "კრისტალის" შესახებ: მიკრობანკი "კრისტალი" საქართველოში მოქმედი წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც დინამიკურად იზრდება და ვითარდება. კომპანიამ 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 27-წლიანი გამოცდილებით და სანდო იმიჯით, 600 მლნ ლარამდე სასესხო პორტფელით, 48 ფილიალით და ქვეყნის მასშტაბით 100 000-ზე მეტი უნიკალური მომხმარებლით შეხვდა. კრისტალის პარტნიორები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები.
დღეს "კრისტალის" გუნდში 1000-ზე მეტი პროფესიონალია გაერთიანებული, რომლებიც ქმნიან ღირებულებებზე დაფუძნებულ კორპორაციულ კულტურას და გარემოს, სადაც ზრუნვა, გუნდურობა, განვითარება და ადამიანურ ურთიერთობები წარმოადგენს წარმატებული და სტაბილური თანამშრომლობის საფუძველს. კომპანია ქმნის რეალურ შესაძლებლობებს თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
თუ გსურს განვითარდე და გახდე ჩვენი გუნდის ნაწილი, #შემოგვიერთდი და #გახდიკრისტალელი
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

