მომხმარებელთა მომსახურების ოფიცერი
- ბენეფიტები
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს · ჯანმრთელობის დაზღვევას · ექსკლუზიურ პირობებს "ტერაბანკის" საბანკო პროდუქტებზე
სრული აღწერა
მომხმარებელთა მომსახურების და მხარდაჭერის გუნდში მომხმარებელთა მომსახურების ოფიცერს ვეძებთ.
ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:
- გინდა დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად;
- გაქვს კარგი კომუნიკაციის უნარი;
- ხარ განვითარებაზე ორიენტირებული.
თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
- უმაღლესი /პროფესიული განათლება ან ხარ სტუდენტი და შეგიძლია სწავლა და მუშაობა შეათავსო;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ექსკლუზიურ პირობებს "ტერაბანკის" საბანკო პროდუქტებზე;
- გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, თამამად გამოხატო იდეები და დაგეგმო შენი კარიერა გრძელვადიანად.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (მოიცავს დღის და ღამის ცვლებს), კვირაში არაუმეტეს 40 სამუშაო საათი;
- ჰიბრიდული სამუშაო ფორმატი (შესაძლებელია მუშაობა ოფისიდან ან/და დისტანციურად);
- ანაზღაურება: ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე+ წლიური ბონუსი შესრულებული საქმიანობის შეფასების საფუძველზე.
შენი მოვალეობა იქნება:
- ბანკის მომხმარებლების მომსახურება დისტანციურ არხებში (ზარები, ონლაინ ჩატი, ელ. ფოსტა და ა.შ);
- მომხმარებელთა მომსახურების პროცესის მართვა და საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარის განხორციელება;
- მომხმარებლებლებისთვის დისტანციური სერვისების, პროდუქტების გააქტიურება;
- ონლაინ კომუნიკაციით მიღებული საკითხების მართვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე | HR@terabank.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება | მომხმარებელთა მომსახურების ოფიცერი.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 13 ნოემბერი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას "ტერაბანკი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. "ტერაბანკში" კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
"ტერაბანკმა" მიღებული რეზიუმე შესაძლებელია დაამუშაოს სხვა ვაკანტური პოზიციისათვის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი უარს აცხადებს სხვა ვაკანსიის ჭრილში მისი კანდიდატურის განხილვაზე, სავალდებულოა, რომ მოგვწეროს მეილზე შესაბამისი ინფორმაცია.
"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
