Apex Support Servicesმომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 11 ნოე
- ანაზღაურება
- 1 850–3 100 ₾ / თვე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- გამოცდილება
- გამოცდილების გარეშე
- სამუშაო გრაფიკი
- ორშაბათიდან პარაკსევის ჩათვლით 2-11 საათამდე
სრული აღწერა
Apex Support Services აცხადებს მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსიას.
კომპანიის შესახებ:
Apex Support Services არის ინოვაციური და სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც სპეციალიზდება ონლაინ პლატფორმების მომხმარებელთა მხარდაჭერაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ 32-ზე მეტ კომპანიასთან და ვთავაზობთ 24/7 საათიან მხარდაჭერას როგორც ჩატის, ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით. ჩვენი გუნდი შედგება პროფესიონალებისა და მოტივირებული ადამიანებისგან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე. Apex Support Services-ში ვაფასებთ გუნდურობას, განვითარებასა და ხარისხიან კომუნიკაციას.
ძირითადი მოვალეობები:
- ონლაინ ჩატის და ცხელი ხაზის საშუალებით მომხმარებელთა შეკითხვებზე სწრაფი და ეფექტური პასუხის გაცემა;
- მომხმარებელთა პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
- კომპანიის სერვისებისა და პროდუქტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება და გადაცემა შესაბამის დეპარტამენტებთან;
- სტანდარტული პროცედურებისა და კომუნიკაციის ეტიკეტის დაცვა ყოველდღიურ საქმიანობაში;
- მრავალფეროვან სიტუაციებში ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტური შემთხვევების მართვა;
- მონაცემების ზუსტი და დროული დაფიქსირება შიდა სისტემებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო – მზად ვართ შეგასწავლოთ ყველაფერი;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა B2-C1 ( GER - ცოდნის შემთხვევაში პირობები განსხვავდება);
- კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა.
უპირატესობები და ბენეფიტები:
- სრული განაკვეთი და მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
- მოტივაციური ბონუსები და გაყიდვების ბენეფიტები სხვადასხვა მაღაზიებში;
- მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათიდან პარაკსევის ჩათვლით 2-11 საათამდე.
ანაზღაურება:
- ფიქსირებული ხელფასი მერყეობს 700$ დან 1200$ მდე ჩახურული ქეისების რაოდენობიდან გამომდინარე ასევე გვაქვს საპროცენტო განაკვეთი რომელიც მერყეობს 3% - 7% .
გთხოვთ დამიკავშირდეთ მეილზე ტელეგრამზე - @tfushee. ან ვოცაპზე
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- სფერო
- მომხმარებლის მხარდაჭერა, კომუნიკაცია
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
