სოლარ ავტო
მომსახურებამომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
გამოქვეყნდა 20 ოქტბოლო ვადა: 17 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- სამუშაო გრაფიკი
- პირველ ეტაპზე ორშ–პარ 10:00 – 18:00
სრული აღწერა
სოლარ ავტო აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ ელექტრომობილების დამტენების ქსელის მზარდი კომპანია. ვეძებთ ენერგიულ, ტექნოლოგიების მოყვარულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებელთა შემომავალ ზარებზე პასუხი, კითხვებზე რეაგირება და კონსულტაციის გაწევა.
- მომხმარებლებისთვის მობილური აპლიკაციის ინსტალაციასა და გამოყენებაში დისტანციური მხარდაჭერის აღმოჩენა.
- საჭიროების შემთხვევაში, დამტენების ადგილზე შემოწმება და პირველადი ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება/გადაჭრა.
- რთული ტექნიკური პრობლემების დაფიქსირება და შესაბამის ტექნიკურ/საინჟინრო გუნდთან გადამისამართება.
- ხშირად დასმული კითხვებისა და გავრცელებული პრობლემების აღრიცხვა, უშუალო ხელმძღვანელისთვის პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
- B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია ადგილზე გასვლებისთვის).
- სასურველია პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
- ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი და მობილურ აპლიკაციებთან მუშაობის კარგი უნარი (პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
- ქართული ენის სრულყოფილად ფლობა ( ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გამართული და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი.
- პრობლემების სწრაფად და ეფექტურად მოგვარების უნარი (Problem-solving).
- დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი.
პირობები:
- ანაზღაურება; გამოცდილების მიხედვით
- სამუშაო გრაფიკი: პირველ ეტაპზე ორშაბათი - პარასკევი 10:00 – 18:00
- შემდგომ შესაძლოა ჰიბრიდული მოდელით მუშაობა.
- ლოკაცია: თბილისი, ვ.ბატონიშვილის 19
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: sh.bekauri@solarauto.ge
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- ბაკალავრი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
