მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორი
- მისამართი
- თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
- სამუშაო გრაფიკი
- არასრული, კვირაში 32 საათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (თვეში 3-4-ჯერ ღამის ცვლა)
- ბენეფიტები
- · მოქნილ სამუშაო გრაფიკს, სწავლასთან შეთავსების შესაძლებლობას · · დისტანციურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას (მუშაობის დაწყებიდან 3-4 თვეში) · · მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას
სრული აღწერა
"ირაო" ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 22 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს. კომპანია ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრია.
ჩვენ ვქმნით ჯანსაღ და კოლეგიალურ სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს საკუთარი უნარების სრულად გამოვლენისა და განვითარების შესაძლებლობა აქვს.
სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული, კვირაში 32 სამუშაო საათი სამუშაო ცვლების შესაბამისად (თვეში 3-4-ჯერ ღამის ცვლა);
ანაზღურება: 900 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15
ჩვენ გთავაზობთ:
· მოქნილ სამუშაო გრაფიკს, სწავლასთან შეთავსების შესაძლებლობას;
· დისტანციურ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობას (მუშაობის დაწყებიდან 3-4 თვეში);
· მზარდ ფიქსირებულ ანაზღაურებას;
· ჯანმრთელობის დაზღვევას;
· მეგობრულ სამუშაო გარემოს;
· საინტერესო და დინამიკურ სამუშაოს;
· საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული სატელეფონო ზარების მიღება - კლინიკებთან, დაზღვეულებთან და დაინტერესებულ პირებთან კომუნიკაცია;
- სადაზღვევო პროგრამაში მონაცემების ასახვა;
- საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების განხორციელება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
- სასურველია სრული ან არასრული უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით (ჯანდაცვა, ფარმაცია, სტომატოლოგია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ირაო გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ირაო" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის ოპერატორის პოზიციაზე.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

