მომენტალური საკრედიტო პროდუქ. გაყიდვების მხარდაჭ. ოფიცერი
- მისამართი
- თბილისი
- ბენეფიტები
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს · სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს · პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს
სრული აღწერა
დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მომენტალური საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მხარდაჭერის ოფიცერი (დროებითი ვაკანსია)
სამუშაო ადგილი-თბილისი
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
პოზიციის მიზანია:
მთლიანად ორგანიზაციის მასშტაბით განახორციელოს განვადებების პროდუქტების დამტკიცება საკუთარი ლიმიტის ფარგლებში სს ,,კრედო ბანკის" საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად.
სამუშაოს აღწერა:
· მსესხებელთან პირადი გასაუბრების საფუძველზე ყველა საჭირო ინფორმაციის მოკვლევა;
· პროცედურებზე და მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხილვა და გადაწყვეტილების მიღება;
· სესხის/განვადების დამტკიცებისას საკრედიტო კომიტეტზე წარმოდგენილი დოკუმენტების მოწოდებული ინფორმაციის სისრულის და ხელმოწერების შემოწმება
· დამტკიცებული სესხის ხარისხის უზრუნველყოფა.
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:
· კომპიუტერული უნარ ჩვევები - MS Office;
· დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
· ადაპტაციის და ინფორმაციის ათვისები უნარი;
· გამართული ვერაბლური კომუნიკაცია;
· გუნდური მუშაობა.
პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა განიხილება 15 იანვრამდე.
შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!
9 ნოემბერი, 2026 წელი.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"კრედო ბანკი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომენტალური საკრედიტო პროდუქტების გაყიდვების მხარდაჭერის ოფიცერი (დროებითი ვაკანსია).
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

