მომარაგების დაგეგმვის სპეციალისტი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ, 09:30-18:00
სრული აღწერა
სს „ნიკორა ტრეიდი“ - საქართველოს საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა. ჩვენ პირველებმა დავამკვიდრეთ სუპერმარკეტების ქსელის კულტურა საქართველოში და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის რითეილ სექტორის განვითარებას.
წარმატების ისტორია 2000 წელს დაიწყო და დღეს ვაერთიანებთ ორი ბრენდის -„ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრეს“ 650-ზე მეტ სავაჭრო ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით. მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში ვქმნით ხარისხზე, ხელმისაწვდომობასა და კომფორტზე დაფუძნებულ გამოცდილებას. მუდმივი ზრდა და ინოვაციები გვაძლევს საშუალებას, დავრჩეთ ლიდერ პოზიციაზე და განვავითაროთ თანამედროვე სავაჭრო სტანდარტები საქართველოს მასშტაბით.
სს „ნიკორა ტრეიდი“ დღეს 8500-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, რაც კომპანიას საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებლად აქცევს. ჩვენ გვჯერა, რომ წარმატებას ქმნიან ადამიანები და სწორედ ამიტომ, ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი კომპანიის ყველაზე დიდი ღირებულებაა.
შემოგვიერთდი „ნიკორა ტრეიდში“ - კომპანიაში, სადაც პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მომხმარებელზე ორიენტაცია, სტაბილურობა და გაუმჯობესებისკენ სწრაფვა ერთიანდება საერთო მიზნის მისაღწევად - გავაგრძელოთ პირველობის ისტორია.
სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მომარაგების დაგეგმვის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. N7
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
- ქსელის მაღაზიებისთვის ხილ-ბოსტნეულის ყოველდღიური შეკვეთების ცენტრალიზებული მართვა ავტომატური შეკვეთის ალგორითმის გამოყენებით, გენერირებული შეკვეთების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში დასაბუთებული კორექტირება;
- ალგორითმის პარამეტრების მართვა და განახლება, მისი მუშაობის მონიტორინგი, სისტემური შეცდომებისა და გადახრების იდენტიფიცირება და აღმოფხვრის პროცესის კოორდინაცია;
- პროდუქციის ხელმისაწვდომობის, ჩამოწერის, მარაგის დღეებისა და პროგნოზის სიზუსტის კონტროლი, მაღაზიების ნაშთების სიზუსტის უზრუნველყოფა საოპერაციო დეპარტამენტთან თანამშრომლობით;
- საოპერაციო და კომერციულ დეპარტამენტებთან, საწყობსა და ლოგისტიკასთან კოორდინაცია შეკვეთების ოპტიმიზაციის, ასორტიმენტის ცვლილებების, პროდუქციის ხარისხის, მიწოდებისა და მარაგების ეფექტური მართვის მიზნით;
- სააქციო და სეზონური პერიოდებისთვის მოთხოვნის პროგნოზირება და საჭირო რაოდენობების დაგეგმვა შესაბამის დეპარტამენტებთან შეთანხმებით;
- ალგორითმის შედეგების ანალიზი, მისი მუშაობის გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება, ცვლილებების საპილოტე ტესტირება და მიღებული შედეგების შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოჯისტიკა/მიწოდების ჯაჭვის ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით;
- მომარაგების, დაგეგმვის ან მიწოდების ჯაჭვის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- სასურველია ხილ-ბოსტნეულის ან სხვა მალფუჭებადი (Fresh) პროდუქციის მომარაგების გამოცდილება საცალო ვაჭრობის ქსელში;
- ავტომატური შეკვეთის სისტემებთან ან მოთხოვნის პროგნოზირების ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ან რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
- Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Advanced Excel -Pivot Tables, Power Query)
პიროვნული თვისებები და უნარები:
- ანალიტიკური აზროვნება;
- მოლაპარაკების უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
სს „ნიკორა ტრეიდი“ ხელმძღვანელობს თანასწორი შესაძლებლობების, მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის პრინციპებით და ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო ეტაპზე, ასევე შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში და უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისა თუ თანამშრომლისთვის.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
Nikora Trade აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მომარაგების დაგეგმვის სპეციალისტი.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

