მოლარე-რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 19 სექბოლო ვადა: 19 ოქტ
- ანაზღაურება
- 900 ₾
- მისამართი
- ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N3ა
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 09:00-17:00
სრული აღწერა
კლინიკა "ენმედიცი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე ბათუმის ფილიალში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N3ა
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი: 09:00-17:00;
- ყოველ მეორე შაბათს: 09:00-14:00;
- ოფიციალურ უქმე დღეებში სამუშაო არ სრულდება.
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი — 900 ლარი.
ყოველ მეორე შაბათს მორიგეობის შემთხვევაში, შაბათის სამუშაო ანაზღაურდება დამატებით, შესაბამისი ერთი სამუშაო დღის ანაზღაურებისა და 30%-იანი დანამატის გათვალისწინებით. შაბათის დამატებითი ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია შესაბამის თვეში სამუშაო დღეების რაოდენობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების რეგისტრაცია და მომსახურება;
- სალარო ოპერაციების განხორციელება;
- მომსახურების საფასურის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- პაციენტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- სალარო დისციპლინისა და კლინიკის შიდა პროცედურების დაცვა.
მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სიზუსტე;
- კომუნიკაბელურობა და პაციენტებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი;
- საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
CV გამოგზავნეთ: hr@enmedic.com
პერსონალური მონაცემების დაცვა:
ვაკანსიაზე გამოგზავნილი CV და მასში მითითებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევისა და დასაქმების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
