ქართულ-გერმანული რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი
გაყიდვებიმოლარე-რეგისტრატორი
გამოქვეყნდა 12 ოქტბოლო ვადა: 12 ნოე
- ქალაქი
- თბილისი
- ბენეფიტები
- პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს · სტაბილურ დასაქმებას · პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
სრული აღწერა
ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი აცხადებს შემდეგ ვაკანსიებს: მოლარე-რეგისტრატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- პაციენტების რეგისტრაცია და პირადი მონაცემების სწორად ასახვა ელექტრონულ სისტემაში;
- პაციენტების ვიზიტების დაგეგმვა, ჩაწერა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
- სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება და სალარო ოპერაციების წარმოება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- სალარო დოკუმენტაციის წარმოება და ყოველდღიური ნაშთის კონტროლი;
- პაციენტებისთვის მომსახურების ღირებულების, გადახდის პირობებისა და ადმინისტრაციული საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- ექიმებთან, სამედიცინო პერსონალსა და კლინიკის სხვა ადმინისტრაციულ თანამშრომლებთან კოორდინირებული მუშაობა;
- პაციენტთა პერსონალური და სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
- პაციენტებისთვის თავაზიანი, ყურადღებიანი და პროფესიული მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამედიცინო დაწესებულებაში მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- სალარო ოპერაციებისა და ანგარიშსწორების პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამებისა და ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებში მუშაობის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- SoffMedic-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- პაციენტზე ორიენტირებული მომსახურების კულტურა.
პიროვნული კომპეტენციები:
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კეთილგანწყობა და ემპათია;
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტიანი მართვა;
- ეთიკური ნორმებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სტაბილურ დასაქმებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- შრომის ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შესაბამისი პოზიციის მითითებით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@ivfggrc.com
ან დაგვიკავშირდით ნომ: 555 754 030
GGRC — პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო მომსახურება და პროფესიული განვითარება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
