მოლარე-ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 დღე, ერთ-ერთი ცვლით: · 09:00–18:00 · 13:30–22:30
სრული აღწერა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელიექსპრესი“ გიწვევს გუნდში!
გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ადამიანებით იქმნება - ადამიანებით, რომლებსაც აქვთ განვითარების სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და საერთო წარმატებაში წვლილის შეტანის მოტივაცია. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ადამიანები ქმნიან იმ გარემოს, რომელიც წინსვლისა და ახალი შესაძლებლობების საფუძველია.
ამჟამად ვეძებთ მოლარე-ოპერატორებს თბილისის ფილიალებში, რომლებსაც სურთ პროფესიულ გარემოში მუშაობა, ახალი გამოცდილების მიღება და ჩვენი გუნდის საერთო წარმატებაში წვლილის შეტანა.
რას გთავაზობთ?
- ანაზღაურება - 1 000 ლარიდან + დამატებითი საოპერაციო ბონუსი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა კომპანიისგან;
- სტაბილური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- სამუშაო გრაფიკი — კვირაში 5 დღე, ერთ-ერთი ცვლით:
- 09:00–18:00;
- 13:30–22:30.
რას მოიცავს სამუშაო?
- სალარო ოპერაციების წარმოებას;
- ფულადი გზავნილების განხორციელებას;
- ვალუტის კონვერტაციის ოპერაციების შესრულებას;
- მომხმარებლების ხარისხიან და პროფესიონალურ მომსახურებას.
რას ველოდებით შენგან?
- ფულთან მუშაობის უნარს;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნას;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარებს;
- გუნდურობასა და კოლეგიალურობას;
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და სიზუსტეს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
თუ გსურს სტაბილური სამუშაო გარემო, პროფესიული განვითარება და შესაძლებლობა, შენი წვლილი შეიტანო საერთო წარმატებაში, გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი „ინტელიექსპრესში“.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
ინტელექსპრესი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოლარე-ოპერატორი ,
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ხელფასი
- 1000 ₾ + ბონუსი
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

