მონეტა ექსპრეს ჯორჯია
გაყიდვებიმოლარე-ოპერატორი
გამოქვეყნდა 18 სექბოლო ვადა: 18 ოქტ
- ანაზღაურება
- 900+ ₾
- ქალაქი
- ქუთაისი
- ბენეფიტები
- ჯანმრთელობის დაზღვევას · ოქროს შეფასების მიმართულებით ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობას · მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს
სრული აღწერა
შპს მისო "მონეტა ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ანაზღაურება: მიმდინარე მომენტში: ხელზე ასაღები 900 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა. 2027 წლის იანვრიდან გადაწყვეტილია ხელფასის ზრდა 200 ლარით
ძირითადი მოთხოვნები
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება-სასურველი, თუმცა არა სავალდებულო;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა-სასურველი, თუმცა არა სავალდებულო;
- მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
- მომხმარებელთან კეთილგანწყობილი და პროფესიული დამოკიდებულება;
ძირითადი მოვალეობები
- ოქროს (ძვირფასი ლითონების) შეფასება და სასესხო ხელშეკრულების გაფორმება;
- ფულადი გზავნილებისა და ვალუტის კონვერტაციების განხორციელება;
- კომუნალური გადასახადების მიღება/შესრულება;
- მომხმარებლების მომსახურება და კონსულტაცია.
საჭირო უნარები
- თავაზიანობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღებიანობა და სიზუსტე.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ოქროს შეფასების მიმართულებით ტრენინგებზე დასწრების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: info@monetaexpress.ge
გთხოვთ, ელფოსტის Subject/სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "მოლარე-ოპერატორი".
"მონეტა ექსპრესი" გისურვებთ წარმატებას და მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის!
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
