მოლარე-ოპერატორი
- ანაზღაურება
- შეთანხმებით
- მისამართი
- ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- უფასო კვება
სრული აღწერა
ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე საბაგირო გზაზე არსებულ რესტორან ,,არგო’’-ში .
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოფს ნაღდ ფულსა და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოების წესების სრულ დაცვას;
- უზრუნველყოფს სალარო ოპერაციის ზუსტ აღრიცხვასა და პროგრამულ გატარებას;
- უზრუნველყოფს ეფექტურ კომუნიკაციას მომხმარებელთან;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, (ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
პიროვნული თვისებები
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობა;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ყადირ შერვაშიძის აღმართი №78
- სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ჩვენ გთავაზობთ:
- კომფორტულ სამუშო გრაფიკს;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას საბაგირო გზით;
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
- კვებითი უზრუნველყოფა
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- 50%-იანი ფასდაკლება ჰილტონ ბათუმის: Nephele Sky Bar, Tandila Lobby Bar, Eforea Spa
- 70%-იანი ფასდაკლება საბაგირო გზაზე „არგო“
- ფასდაკლება რესტორან „არგო“-ში
კომპანიის შესახებ
ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის
საქმიანობის მიმართულებები მოიცავს:
- მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას
- სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას
- ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას
- საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას
დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: განაცხადის შევსება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანია ტურინვესტ ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- განათლების დონე(ები)
- მაგისტრი, დოქტორი, ბაკალავრი
- ენები
- ქართული,ინგლისური
- ენები
- ქართული, ინგლისური
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

