მოლარე-ოპერატორი
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- სამუშაო გრაფიკი
- ორშ–პარ: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00
- გამოცდილება
- სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში
სრული აღწერა
"DIGITAL TV" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
"DIGITAL TV" არის ციფრული მაუწყებლობის ოპერატორი, რომელიც რეიტინგულ სატელევიზიო არხებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, მაღალი ხარისხით ავრცელებს.
ფუნქცია-მოვალეობები:
- სერვის ცენტრის ოფისში მომხმარებელთა მომსახურება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება, სალარო ოპერაციების განხორციელება
- საჭიროების შემთხვევაში საბილინგე პროგრამაში აბონენტების რეგისტრაცია
- ნაშთების კონტროლი, აბონენტებთან საკურიერო გზავნილების დაგეგმვა/ორგანიზება/კონტროლი, პროგრამულად ფოსტის პორტალზე ასახვა
- არსებული და პოტენციური მომხმარებლების ინფორმირება სერვისების შესახებ
- მომხმარებლების საჭიროების დადგენა/დაზუსტება და შესაძლებლობის ფარგლებში მათი დახმარება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
- სასურველია უმაღლესი განათლება
- საოფისე პროგრამების ცოდნა
სამუშაო გამოცდილება: სასურველია ჰქონდეს გამოცდილება მომსახურების სფეროში ან/და მომხმარებელთან კომუნიკაციის მიმართულებით ბოლო 1 წლის განმავლობაში
უცხო ენების ცოდნა: სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
უნარ-ჩვევები:
- გამართული მეტყველების უნარი
- კომუნიკაციის უნარი
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 06 ნოემბერი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@digitaltv.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მოლარე ოპერატორი".
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
