მოლარე-ოპერატორი
- ქალაქი
- მარნეული
- სამუშაო გრაფიკი
- 09:00 - 18:00 / კვირაში 5 დღე
სრული აღწერა
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ინტელიექსპრესი“ გიწვევს გუნდში!
გვჯერა, რომ ძლიერი გუნდი ადამიანებით იქმნება - ადამიანებით, რომლებსაც აქვთ განვითარების სურვილი, საკუთარი შესაძლებლობების რწმენა და საერთო წარმატებაში წვლილის შეტანის მოტივაცია. ჩვენთვის თითოეული თანამშრომელი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ადამიანები ქმნიან იმ გარემოს, რომელიც წინსვლისა და ახალი შესაძლებლობების საფუძველია.
ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და პასუხისმგებლიან ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ფულთან მუშაობის გამოცდილება და სურთ პროფესიული განვითარება ფინანსურ სფეროში.
თუ ხარ კომუნიკაბელური, ყურადღებიანი დეტალების მიმართ და მზად ხარ ახალი პროფესიული უნარების შესაძენად, ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
ფიქსირებული ანაზღაურება + 6 ტიპის საოპერაციო და სალომბარდე ბონუსი
გრაფიკი - 09:00 - 18:00 / კვირაში 5 დღე
რას მოიცავს პოზიცია?
- ოქროსა და ძვირფასი ლითონების შეფასებას;
- მომხმარებლებისთვის სასესხო პირობების შეთავაზებასა და ხელშეკრულებების გაფორმებას;
- სალარო ოპერაციების წარმოებას;
- მომხმარებლების პროფესიონალურ მომსახურებასა და დადგენილი პროცედურების დაცვას.
რას ველოდებით შენგან?
- სალაროსთან ან ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილებას;
- ქართული და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია);
- აზერბაიჯანული ენის ცოდნა (სასურველია);
- პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობასა და სიზუსტეს;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს.
ოქროსთან მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის - ამ მიმართულებით სრულ სწავლებას კომპანია უზრუნველყოფს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
გამოგვიგზავნე CV და შემოგვიერთდი „ინტელიექსპრესში“.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"ინტელექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოლარე-ოპერატორი (მარნეული).
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება



