მოლარე-ოპერატორი
გამოქვეყნდა 28 ოქტბოლო ვადა: 28 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 40 საათი
- მისამართი
- თბილისი, ეველინა თავაძის ქ. No12ზ (ყოფილი ფეიქართა ქუჩა)
სრული აღწერა
შპს "ჯეო დეკორი", რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს ავეჯის მასალების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში, აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ეველინა თავაძის ქ. №12ზ (ყოფილი ფეიქართა ქუჩა)
სამუშაო პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
- ანაზღაურება სწავლის პერიოდში: 1300 ლარი;
- ანაზღაურება სწავლის დასრულების შემდეგ: 1750 ლარი;
- კომპანია უზრუნველყოფს "1C ბალანსის" პროგრამის ადგილზე სწავლებას. წინასწარი ცოდნა სავალდებულო არ არის.
ძირითადი მოვალეობები:
- მონაცემების შეყვანა და დამუშავება;
- პროდუქციის აღრიცხვა;
- შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და მოწესრიგება;
- ყოველდღიური საოპერაციო დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კომპიუტერის საბაზისო ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და სწავლის სურვილი.
განაცხადის გაგზავნა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: l.jintcharadze@geodecor.ge და სათაურის ველში მიუთითონ "მოლარე-ოპერატორი".
ტელ: 551740947
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
