დრაივ-კვების ობიექტი
გაყიდვებიმოლარე-ოპერატორი
გამოქვეყნდა 19 სექბოლო ვადა: 19 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 300 ₾
- ქალაქი
- ფოთი
- სამუშაო გრაფიკი
- დღის ცვლა
სრული აღწერა
ფოთში, ახალ დრაივ-კვების ობიექტზე, ვეძებთ პასუხისმგებლიან და მოწესრიგებულ მოლარე-ოპერატორს.
ხელფასი: 1, 300 ლარი
სამუშაო ადგილი: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: დღის ცვლა
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების მომსახურება და შეკვეთების მიღება;
- სალაროსა და გადახდების მართვა;
- სპეციალურ პროგრამაში (ოპტიმა)შეკვეთების გატარება;
- პროგრამაში შემოსავლებისა და გასავლების გატარება;
- ნაღდი და საბანკო (ტერმინალი) გადახდების კონტროლი;
- ყოველი დღის ბოლოს სალაროსა და პროგრამაში არსებული მონაცემების შეჯერება და გადაგზავნა ბუღალტერიაში,
- საჭირო ჩანაწერებისა და ანგარიშგებების წარმოება;
- სამუშაო ადგილის მოწესრიგებისა და შიდა წესების დაცვა.
მნიშვნელოვანია:
- მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების გამოყენების ცოდნა;
- საბუღალტრო/სავაჭრო პროგრამაში შემოსავლებისა და გასავლების გატარების გამოცდილება — ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- სისწრაფე და ორგანიზებულობა;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი.
თუ ხარ პასუხისმგებლიანი, ყურადღებიანი და გინდა სტაბილურ გარემოში მუშაობა, გამოგვიგზავნე CV ელფოსტაზე: info@tolos.ge ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
