მოლარე-კონსულტანტი
გამოქვეყნდა 4 ნოებოლო ვადა: 3 დეკ
- ანაზღაურება
- 1 500 ₾
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- მისამართი
- თბილისი, საბურთალო, სითი მოლი.მინიმალური ხელფასი: 1500 ლარი
სრული აღწერა
საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ კადრებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, სითი მოლი.მინიმალური ხელფასი: 1500 ლარი
შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები!
შენ იდეალურად გვერგები, თუ:
- ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით;
- ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
- გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს;
- ფლობ უცხო ენებს ინგლისურს/რუსულს და სხვა;
- მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად;
- ყოველთვის ხარ კარგ ხასიათზე და პოზიტიურად ხარ განწყობილი ყველასთან მიმართებაში!
არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ:
- გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში;
- გიზიდავს კულინარია;
ჩვენთან შენ შეძლებ:
- მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი განსაზღვრულ დროსა და რიცხვში;
- იმუშაო კომფორტული გრაფიკით;
- იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან;
- მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია!
რას აკეთებენ თანამშრომლები:
- პირველ რიგში ასრულებენ გაყიდვების გეგმებს;
- სიხარულით და გულწრფელად ხვდებიან ყველა სტუმარს რომელიც შემოდის მაღაზიაში;
- აქტიურად მუშაობენ სავაჭრო დარბაზში, უწევენ კონსულტაციას და ეხმარებიან პროდუქციის შერჩევაში;
- იცავენ სისუფთავეს მაღაზიაში;
- ღებულობენ პროდუქციას და ლამაზად აწყობენ მას თაროებზე;
- მუშაობენ სალაროსთან.
თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შეუერთდი ჩვენს გუნდს!
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელ.ფოსტაზე: berghoff.hr@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1500
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული,ინგლისური,რუსული
- ენები
- ქართული, ინგლისური, რუსული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
