მოლარე-კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 140 ₾
- მისამართი
- თბილისი, ვარკეთილი მოლი
სრული აღწერა
22-09-2026 - 22-10-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ კორსო იტალიას ბრენდისთვის აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ვარკეთილი მოლში.
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სრული სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით; 2 დღე დასვენება.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემტხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
- პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
- მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება;
- სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
- სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):
- საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1300 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით;
- დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით.
- მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას;
„აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია — შპს „აი სი არ ტრეიდი“
წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, მათ შორის:
Bata, Bambino, ECCO, Geox, Studio Shoes Gallery, Laboratoria Shoes Gallery, AV LAB, Corso Italia, Scarpiera, Okaïdi და Jacadi.
დღეისათვის კომპანია მართავს 60-მდე მაღაზიას თბილისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ბათუმში.
გისურვებთ წარმატებას!
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ვარკეთილი მოლში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
