მოლარე-კონსულტანტი
სრული აღწერა
01-07-2026 - 31-12-2026
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი", რომელიც 2015 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ამჟამად შპს "დეილი ჯგუფი"-ს ჰოლდინგის წევრია. "მაგნიტი" ბაზარზე წარმოდგენილია მცირე, საშუალო და დიდი ფორმატის სავაჭრო ობიექტებით, ხოლო დიდი ფორმატები — "მაგნიტი მაქსის" სახელით ფუნქციონირებს.
კომპანია პირველია, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონებში განვითარებაზე გააკეთა და დღეს, საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ სუპერმარკეტსა და 4 500-ზე მეტ დასაქმებულს აერთიანებს. სავაჭრო ქსელი წარმოადგენს სწრაფად მზარდ და სტაბილურ დამსაქმებელს, რომელიც უზრუნველყოფს პროფესიული განვითარების ხელშემწყობ გარემოსა და მრავალფეროვან კარიერულ შესაძლებლობებს ქვეყნის მასშტაბით.
,,მაგნიტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ.ქთბილისში.
რას გთავაზობთ:
- დასაქმების შესაძლებლობას სამუშაო გამოცდილების გარეშე ( ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს სრულფასოვან სწავლებასა და ონბორდინგს);
- გეგმის შესრულების ბონუსს;
- სრულად ანაზღაურებად სტაჟირების პერიოდს;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.
ძირითადი ამოცანები, რისი შესრულებაც ყოველდღიურად მოგიწევს:
- სალარო ოპერაციების ზუსტი, სწრაფი და ეფექტიანი წარმოება კომპანიაში დადგენილი წესების შესაბამისად;
- სავაჭრო დარბაზში თაროების მოწესრიგება, პროდუქციის დადგენილი წესების შესაბამისად განლაგება და საჭიროების მიხედვით შევსება;
- ფასმაჩვენებლების დროულად განთავსება და პერიოდულად გადამოწმება;
- დარბაზში განთავსებული პროდუქციის რეალიზაციის ვადების შესაბამისად გადარჩევა;
- მომხმარებლებისთვის თავაზიანი მომსახურების გაწევა და მხარდაჭერა;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა;
- უსაფრთხოებისა და სურსათის უვნებლობის დადგენილი რეგულაციების დაცვა.
რას მოველით შენგან:
- მონდომებას და საქმის მიმართ ინტერესს;
- ცვლილებებთან სწრაფად ადაპტაციას და თვითგანვითარების მოტივაციას;
- მომხმარებლისადმი თავაზიან დამოკიდებულებას;
- გუნდურობას და მხარდაჭერის მზაობას;
- ლოიალობას და კომპანიის შიდა წესების პატივისცემას;
ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დეილი ჯგუფის მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
"დეილი ჯგუფი" არის ყველაზე დიდი ჰოლდინგური კომპანია საქართველოში, რომელიც საცალო ვაჭრობის სექტორში აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: დეილი, სპარი, მაგნიტი, გვირილა, იოლი, კალათა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენი. ჰოლდინგის შემადგენლობაშია ასევე 2 ლოგისტიკური ცენტრი და 2 მზა კვების საწარმო თბილისსა და ქუთაისში.
ჯგუფი აქტიურად განაგრძობს განვითარებას და საქართველოში გახდა ერთ-ერთი პირველი საცალო ვაჭრობის სფეროში, რომელმაც გააფართოვა საოპერაციო არეალი, გასცდა ქვეყნის საზღვრებს და უზბეკეთში, ფრანგულ "შივერ გრუპთან" პარტნიორობით, მართავს Bi1 ბრენდის ქვეშ შემავალ 40 სუპერმარკეტს.
ჰოლდინგის პორტფოლიოს მრავალფეროვნება თანამშრომლებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ გამოცდილება რითეილის სხვადასხვა სეგმენტში, იმუშაონ საერთაშორისო პროექტებზე და გაიზარდონ პროფესიულად ჰოლდინგის მასშტაბით.
"დეილი ჯგუფის" ხედვაა რითეილის მომავლის შექმნა, რაც ნიშნავს ევროპული, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ისეთი ბიზნესეკოსისტემის განვითარებას, რომელიც მომხმარებლის ცხოვრებას ამარტივებს.
მენეჯმენტის მიდგომა აერთიანებს ადგილობრივი ბაზრის სიღრმისეულ ცოდნას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან, რასაც ისეთი გლობალური კომპანიების ნდობა და წარმატებული პარტნიორობა ადასტურებს, როგორებიცაა SPAR, Heineken და Tempo.
"დეილი ჯგუფს" მართავს პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ პროცესის მთავარი ძალაა და შვილობილ ბრენდებთან ერთად უზრუნველყოფს მართვის მაღალ სტანდარტს, ოპერაციულ სინერგიასა და სტაბილურ განვითარებას, რაც ჩვენი გრძელვადიანი წარმატების საფუძველს ქმნის.
"დეილი ჯგუფში" ჩვენ ვქმნით გამორჩეულ სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე, პატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გუნდის თითოეული წევრის პროფესიული ზრდა, განვითარება და კეთილდღეობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება

