Cool Clubმოლარე-კონსულტანტი
გამოქვეყნდა 2 ოქტბოლო ვადა: 30 ოქტ
- ანაზღაურება
- 1 000 ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
- ბენეფიტები
- ბონუსები და წახალისება
სრული აღწერა
Fami Group Georgia აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისი მოლი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის მიზანი:
- გაყიდვების კონსულტანტი პასუხისმგებელია მაღაზიაში მომხმარებელთა მომსახურებაზე, პროდუქციის რეალიზაციაზე და სალაროს ოპერაციებზე, მაღალი ხარისხის სერვისის სტანდარტების დაცვით.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის დროულად გახსნა და დახურვა;
- მომხმარებლის კონსულტაცია და დახმარება პროდუქტის შერჩევაში;
- გაყიდვების განხორციელება და სალაროს ოპერაციების შესრულება;
- ნაღდი და უნაღდო გადახდების მიღება;
- პროდუქციის განთავსება, შევსება და ფასების განახლება;
- სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა სავაჭრო დარბაზში;
- ყოველდღიური ანგარიშგების მომზადება (Z-რეპორტი);
- მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- მოქმედი აქციებისა და ფასდაკლებების შეთავაზება მომხმარებლებისთვის;
- შიდა სტანდარტების, შრომის დისციპლინისა და უსაფრთხოების წესების დაცვა.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
- საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი სასურველია);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა;
- საბაზისო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, 1C);
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სისუფთავე და დეტალებზე ყურადღება;
- პოზიტიური დამოკიდებულება.
კომპანია გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ განვითარებას;
- სტაბილურ დასაქმებას საერთაშორისო ბრენდთან;
- კონკურენტულ ანაზღაურებას და ბონუს სისტემას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, სამუშაოს დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში არის გამოსაცდელი ვადა, აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურება შეადგენს 1000 ლარს (ხელზე ასაღები).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე getmcoolclub@gmail.com
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საშუალო რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1000
- განათლების დონე(ები)
- საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები
- ქართული
- ენები
- ქართული
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
