მოლარე-კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 100+ ₾
- ქალაქი
- თბილისი
- განაკვეთი
- სრული განაკვეთი
- სამუშაო რეჟიმი
- ადგილზე
სრული აღწერა
სუპერმარკეტების ქსელი „ჯორჯიტა“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
სუპერმარკეტების ქსელი „ჯორჯიტა“ დაარსდა 2001 წელს და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც საქართველოში ევროპული პროდუქციის იმპორტი დაიწყო. დღეს სასურსათო ბაზარზე წარმოდგენილია ევროპული და ქართული პრემიუმ ხარისხის ასორტიმენტით.
ფილიალები მდებარეობს: წერეთლის N87; 26 მაისის მოედანი/მიროტაძის N2; პოლიტკოვსკაიას ქ. N29; ცინცაძის ქ. N26; შროშის ქ. N2, აბაშიძის N72 .
სამუშაო განრიგი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით: 08:30-16:00/14:30-22:00. შესვენება დღეში 1 სთ.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი, + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის საჭიროების დადგენა და კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
- პროდუქციის განლაგება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, ვადებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
- სალარო ოპერაციების წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
თუ ხართ მზად იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@euro-line.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: 595052815
გისურვებთ წარმატებებს!
„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს „ევროლაინმა“ შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- გამოცდილების დონე / რგოლი
- საწყისი რგოლი
- დასაქმების ფორმა
- ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა
- ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება
- ფიქსირებული 1100 (+ ბონუსი)
- განათლების დონე(ები)
- არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
