მოლარე-კონსულტანტი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- ქალაქი
- ისთ ფოინთი
- სამუშაო გრაფიკი
- სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:
სრული აღწერა
საოჯახო ტექსტილის კომპანია "Manamo Home" - აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში ისთ ფოინთის ფილიალში
რას გთავაზობთ ჩვენ:
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გუნდს და მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში;
- სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
სამუშაო გრაფიკი:
სრული განაკვეთი - კვირაში 6 სამუშაო დღე, რაც მოიცავს:
2 დღე - 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება
4 დღე - 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი + 1 საათი შესვენება)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლის კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
- აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა და ნაშთების კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების სწორად და დროულად განთავსება;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
- საოფისე პროგრამების (Outlook, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@manamohome.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-კონსულტანტი ისთ ფოინთი".
გთხოვთ გაითვალისწინოთ:
რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ Manamo Home დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
