ბატუტის საბავშვო სივრცე
გაყიდვებიმოლარე-კონსულტანტი
გამოქვეყნდა 9 ოქტბოლო ვადა: 9 ნოე
- ანაზღაურება
- 1 100+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- 1: · 2:
სრული აღწერა
თბილისი მოლში, Hopihop-ის ბატუტის საბავშვო სივრცე მოლარე-კონსულტანტს ეძებს.
თუ გიყვარს ბავშვები და ხალხთან ურთიერთობა, ეს ვაკანსია შენთვისაა! რას გთავაზობთ?
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- ანაზღაურება ხელზე ასაღები 1100 ლარიდან + ბონუსები გაყიდვებიდან;
- მეგობრულ და მხიარულ გარემოში დასაქმებას;
სამუშაო გრაფიკი 1:
- 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი.
- დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე (კვირის დღეებიდან)
სამუშაო გრაფიკი 2:
- 6 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი (ცვლები: 10:00-16:00 / 16:00-22:00, შაბათ-კვირა 8 საათიანი ცვლა);
- დასვენების დღეები: კვირაში 1 დღე;
რა იქნება შენი მოვალეობა?
- მარტივი სალარო ოპერაციების შესრულება;
- ბავშვების მიღება და დახმარების გაწევა ბატუტზე ხტუნაობის პროცესში;
- სივრცის ყოველდღიური შემოწმება.
ვის ვეძებთ?
- მხიარულ, კომუნიკაბელურ და პასუხისმგებლიან ადამიანს; ვინც ინგლისურს მარტივ საკომუნიკაციო დონეზე ფლობს;
- სასურველია ჰქონდეს მომსახურების სფეროში ან ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერე შემდეგ მისამართზე: info@hopihop.com.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი", ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 571 96 96 12.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
