მოლარე-კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 140 ₾ / თვე
- ქალაქი
- ბათუმი
სრული აღწერა
09-10-2026 - 09-11-2026
სამუშაო განაკვეთი: სრული
ICR ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში. კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს. „აი სი არ ჯგუფი“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. იგი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე შვილობილი კომპანიითაა წარმოდგენილი.
,,აი სი არ ჯგუფის“ ერთ-ერთი კომპანია “შპს აი სი არ ტრეიდი“ წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ისეთ საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორებიცაა: ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, რიფლეი, ოკაიდი, ჟაკადი. დღეისათვის კომპანია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში: რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ქუთაისსა და ბათუმში.
ჩვენ გთავაზობთ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, ჩვენი მიზანია თვითოეულ თანამშრომელს მიეცეს პროფესიული ზრდის შესაძლებლობა სტაბილურ და პერსპექტიულ სამუშაო სივრცეში.
სამუშაო განაკვეთი: სრული;
კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი ცვლების მიხედვით (8 საათიანი ცვლა დღის მანძილზე) კვირაში 2 დღე დასვენება.
მიმდინარედ ვაკანტური ლოკაციის ჩამონათვალი:
ქ. ბათუმი
- მის: გამსახურდია-მელაშვილის 15/26 ქუჩა, მაღაზია "ბატა";
- მის: გამსახურდია-მელაშვილის 17/29 ქუჩა, მაღაზია "სკარპიერა";
- მის: გამსახურდიას ქ. #23, მაღაზია "ოკაიდი"
- სავაჭრო ცენტრი "მეტრო სითი", (მის: ლეხ და მარია კაჩენსკების 1)
- სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი" (მის: შერიფ ხიმშიაშვილის 29)
ჩვენ გთავაზობთ:
ანაზღაურებას (ხელზე ასაღები თანხა):
- საშუალო თვიურ ანაზღაურებას -1100-1200 (ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსის საშუალო ოდენობა ) + წარმატებული თანამშრომლებისთვის ყოველთვიური ფიქსირებულ დანამატს 140 ლარის ოდენობით;
- დამატებით, კვარტალური ბონუსის მიღების შესაძლებლობას 100-400 ლარის ოდენობით.
მაღაზიისა და ოფისის მასშტაბით კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევას;
კორპორატიული ფიტპასის გააქტიურების შესაძლებლობას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
- მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
- ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის კონსულტირება და საჭირეობის შემთხვევაში პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
- ახალი პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა;
- პროდუქციის განთავსება დარბაზსა და საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად;
- სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
- სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა.
განცხადების შესავალი პირველწყაროდან
შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის (ბათუმი) პოზიციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: განაცხადის შევსება
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
