Celio
გაყიდვებიმოლარე-კონსულტანტი
გამოქვეყნდა 22 ოქტბოლო ვადა: 22 ნოე
- სამუშაო გრაფიკი
- კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით
- მთავარი მოთხოვნა
- ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
სრული აღწერა
ფრანგული ტანსაცმლის ბრენდი "Celio" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული ან/და ნახევარი;
- სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით;
- დასვენება: კვირაში 2 დღე;
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
- 30%-იანი ფასდაკლება Celio-ს პროდუქციის ასორტიმენტზე;
- გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) ულიმიტო აბონიმენტი.
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
- პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
- მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
- სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა;
- პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა;
- პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
- აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია უმაღლესი განათლება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: talants@fstylegroup.co და ელფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
