მოლარე-კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 100 ₾
- მისამართი
- თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39
- სამუშაო გრაფიკი
- 2/2-ზე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება) · 11:00-22:00
- ბენეფიტები
- სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით) · კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1100 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან · სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
სრული აღწერა
"Leonidas Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ირაკლი აბაშიძის N39
სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 11:00-22:00
ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი
ჩვენს შესახებ
"Leonidas" - ბელგიური ხარისხის სიმბოლო, უკვე 100 წელზე მეტია, რაც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში უნიკალურ შოკოლადის გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებლებს.
"Leonidas Georgia" წარმოადგენს ამ ლეგენდარულ ბრენდს საქართველოში და ეძებს მოტივირებულ ადამიანს, რომელიც გახდება ჩვენი გემოვნებიანი სამყაროს ნაწილი.
შენი პასუხისმგებლობები იქნება:
- მაღაზიაში მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის და თავაზიანი მომსახურების გაწევა
- მომხმარებლის მიერ შერჩეული შოკოლადის ასორტიმენტის ბრენდის სტანდარტების შესაბამისად შეფუთვა და პრეზენტირება
- სალაროსა და საბანკო ტერმინალებთან მუშაობა
- პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა და მის შესახებ მომხმარებლისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება
- პროდუქციის რაოდენობის, ვადების და ფასების კონტროლი
- მაღაზიაში სისუფთავისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა
ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც:
- საუბრობს ქართულად და ფლობს სასაუბრო ინგლისურს
- გამოირჩევა პასუხისმგებლობით, კომუნიკაბელურობით და პუნქტუალურობით
- სწრაფად ითვისებს ახალ ინფორმაციას
- არის დეტალებზე ორიენტირებული
- გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და მოქნილ სამუშაო გრაფიკს - მუშაობთ ყოველ მეორე დღეს (ან 2/2-ზე გრაფიკით)
- კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1100 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს ბრენდის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
- სამუშაოს დაწყებამდე თქვენ გაივლით ტრენინგს, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.
თუ გსურს, გახდე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შოკოლადის ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში - გამოგზავნე შენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად შემდეგ მისამართზე: leonidastbilisi@gmail.com. სათაურში მიუთითე: "მოლარე-გამყიდველის პოზიცია"
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემები დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ დასაქმების პროცესისთვის.
დამატებითი პირობები და მოთხოვნები
- ანაზღაურების პირობები
- ანაზღაურება: 1100 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი კონკურენტულ ანაზღაურებას: ფიქსირებული ხელფასი (1100 ლარი ხელზე ასაღები)+ ბონუსი გაყიდვებიდან
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
