მოლარე-კონსულტანტი
- ანაზღაურება
- 1 000+ ₾
- სამუშაო გრაფიკი
- თვეში 15 დღე
- მისამართი
- სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი #213
სრული აღწერა
"ოტო მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:სავაჭრო ცენტრი თბილისი მოლი, აღმაშენებლის ხეივანი #213
ობიექტზე წარმოდგენილია საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების მულტიბრენდული სივრცე.
სამუშაო გრაფიკი-თვეში 15 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან
ვეძებთ კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან ადამიანს, რომელსაც უყვარს
მომხმარებელთან ურთიერთობა, აქვს გაყიდვებისადმი ინტერესი და სურს განვითარდეს საავტომობილო პროდუქტების სფეროში.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლებთან კომუნიკაცია და მათი საჭიროებების განსაზღვრა;
- საავტომობილო კოსმეტიკის, აქსესუარებისა და ავტომობილის მოვლის საშუალებების შესახებ მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლისთვის შესაბამისი პროდუქციის შერჩევა და შეთავაზება;
- პროდუქციის მახასიათებლების, გამოყენების წესისა და დანიშნულების გაცნობა;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
- დღის განმავლობაში განხორციელებული სალარო ოპერაციების კონტროლი;
- პროდუქციის ფასებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის ცოდნა;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება და ვიზუალური სტანდარტების დაცვა;
- პროდუქციის ნაშთების კონტროლში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მოლარე-კონსულტანტის, მოლარის ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის კარგი უნარები;
- საბაზისო კომპიუტერული უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ყურადღებიანობა და სიზუსტე;
- სწრაფად სწავლისა და ახალი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ათვისების უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
მეტი მოქმედება
მსგავსი ვაკანსიები
მსგავსი ვაკანსიები იტვირთება
